logo
ENG



„გაბედეს" წევრებმა დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია გამართეს

24 ნოე 202015:31
3 წუთის საკითხავი
 

მუნიციპალურ ტრანსპორტზე სტუდენტებისთვის 50 პროცენტიანი შეღავათი მოითხოვეს დღეს "გაბედეს" წევრებმა ქუთაისში. მათი განცხადებით, ქუთაისის გარდა ყველა დიდ ქალაქში სტუდენტები ავტობუსებით მგზავრობისას შეღავათებით სარგებლობენ. ქუთაისში უკვე შემოიყვანეს ახალი ავტობუსები და ამიტომ "გაბედეს" წევრები ქალაქის თვითმმართველობას ერთი წლის წინ გაცემულ დაპირებას ახსენებენ. მათი თქმით, სტუდენტებს დღეში რამდენჯერმე უწევთ ტრანსპორტით გადაადგილება და მათთვის შეღავათები ძალიან მნიშვნელოვანია. აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიისაგან ამ საკითხის უმოკლეს ვადაში გადაჭრას მოითხოვენ.


close დახურვა